კრემლი: ბიბისის ფილმი პუტინზე ცილისწამება და ჭორია

კრემლმა ცილისწამება უწოდა ბიბისის ფილმს “პანორამა”, სადაც აშშ-ს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ადამ შუბინი ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კორუმპირებულია და ნამდვილ ქონებას მალავს.
“რაც შეეხება ბიბისის მასალების შინაარსს, ეს სრული ცილისწამება და ჭორია, რომელსაც საფუძველი არა აქვს. ზოგადად, ჩვენ მივეჩვიეთ ასეთ ჟურნალისტურ სატყუარებს, რომელიც არაკომპეტენტურობის ნიშანია” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს ფინანსთა მინისტრის მოადგილის კომენტარი ფილმში ოფიციალური ბრალდებაა, რომელსაც მტკიცებულებები სჭირდება, მაგრამ მოსკოვი მათ მოთხოვნას არ დაიწყებს. “ჩვენ არ მოვითხოვთ აშშ-ს ფინანსთა სამინისტროსგან მტკიცებულებებს, სადაც პუტინის 40 მილიარდიანი ქონების შესახებ იქნება საუბარი” – თქვა პესკოვმა.
საგამოძიებო ფილმის ავტორები აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს მასალებს ეყრდნობიან, სადაც პუტინის ქონება 40 მილიარდად არის შეფასებული.

banner
წინა სტატიაში“ადეიშვილს ჩააბარე ანგარიში, მისი ხელის ბიჭი ხარ!”- მეჭიაური ქადაგიძეს პასუხობს
შემდეგი სტატიამაია ფანჯიკიძე: ეს მზაობა ლავროვის განცხადებაში ვერ მოვისმინე