“კოზა ნოსტრას” მცდელობა სიცილიის ეროვნული პარკის დირექტორი მოეკლა უშედეგოდ დასრულდა

siciliaსიცილიის ეროვნული პარკის “ნებროდის” ხელმძღვანელი მაფიის თავდასხმის შემდეგ ცოცხალი გადარჩა. Cosa Nostra ჯუზეპე ანტოჩის დიდი ხანია დუმილისკენ მოუწოდებს იმ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, რომლებსაც მაფიოზური დაჯგუფების მხრიდან ადგილი აქვს აღმოსავლეთ სიცილიის მთიან რეგიონში. თავდასხმა დღეს დილით მოხდა. ანტოჩის მანქანა ქალაქ სან ფრატელოდან სეზაროში მიემგზავრებოდა. გზა დიდ ლოდს ჰქონდა გადაკეტილი, რამაც პარკის დირექტორი აიძულა მანქანა გაეჩერებინა. უეცრად სამმა კილერმა ცეცხლი გახსნა. ანჩოტის მანქანას უკან პოლიციის ესკორტი მოყვებოდა, რომელმაც საპასუხო ცეცხლი გაუხსნა ბოროტმოქმედებს. სავარაუდოდ, ერთი მათგანი დაჭრილია. პოლიციამ მიწაზე სისხლის კვალი იპოვა – იუწყება “ტელეგრაფი”. ანჩოტის თქმით, მან იცის რომ მომხდარში “კოზა ნოსტრას” კვალი ურევია, რადგანაც პარკი, ფაქტობრივად, მათ ბიზნესს ემუქრება და მიწებს ართმევს. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიმოსალოდნელი ტერაქტები ევროპის ჩემპიონატზე
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებისთვის “კალინკა” იცეკვა (ვიდეო)