,,კოვზით ამოსაფხეკი ტვინია საჭირო, მისახვედრად – ყველა უბედურების სათავე კრემლშია”

საქართველო-ნატო-ს სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება თბილისის მიერ აღებულ ვალდებულებებს არ შეესაბამება

პოლიტიკური პარტია ,,იმედის” ლიდერი ირინა სარიშვილი სოციალური ქსელით პარიზში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

,,საშინელება ხდება!!!
პარიზში დატრიალებული ტრაგედია, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მარტო საფრანგეთის პრობლემა არ არის!
ბევრად უარესი მოსალოდნელია გერმანიაში.
ეს არის შეტევა ცივილიზაციაზე, ადამიანურ ღირებულებებზე, თავისუფლებაზე!
ამ ტრაგედიიდან მაინც სწორი დასკვნები თუ არ გაკეთდა, შეუქცევადი პროცესები გარდაუვალია!
კმარა ტრაკის თამაში, ბებერო ევროპავ! კმარა სიყალბე!
კმარა საქართველოში, ამ გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანეს რეგიონში “ერთმორწმუნე” რუსეთთან პარტნიორობით სკამებზე თავის დამაგრება! იმ რუსეთთან, რომელიც ისლამური ფუნდამეტალიზმის მოკავშირეა!
კოვზით ამოსაფხეკი ტვინია საჭირო, მეტი არა, იმის მისახვედრად, რომ ამ და ყველა უბედურების სათავე კრემლშია”–წერს სოციალურ ქსელში ირინა სარიშვილი.

banner
წინა სტატიაშიISIS: პარიზის ტერაქტი მომავალი კოკისპირული წვიმის პირველი წვეთია
შემდეგი სტატიათურქეთი G20-ის სამიტის ჩატარებისთვის უპრეცენდენტო უსაფრთხოების ზომებს იღებს