კოსაჩევი: ეუთოს რეზოლუცია ყირიმსა და საქართველოზე ნიანგის ცრემლებით ტირილია

ასეეუთოს თბილისის სესიის ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია ყირიმთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით წარმოადგენს „შეკვეთილ ნიანგის ცრემლებს“. ასე თვლის რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩევი. მისი თქმით, „დოკუმენტი მაშინ იქნებოდა მნიშვნელოვანი და ყურადსაღები, თუ ეს იქნებოდა ეუთოს ასამბლეის მიერ მიღებული მრავალთა შორის ერთ-ერთი რეგულარული რეზოლუცია, რომელიც გეოპოლიტიკური სივრცეების მიუხედავად, ადამიანის უფლებების შესახებ შეშფოთებას დააფიქსირებდა. მსგავსი დოკუმენტების აღქმა სხვანაირად მოხდებოდა იმ შემთხვევაში, რომ მათთან ერთად ყოფილიყო რეზოლუციები ბალტიისპირეთის ქვეყნებში და უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის, ხოლო კოსოვოში სერბების უფლებების დაცვის შესახებ. ამას არც აპირებენ, რადგანაც ბალტიისპირეთზე, თურქეთსა და კოსოვოზე ნატო არის პასუხისმგებელი, რომლის წარმომადგენლები უმეტესობაა ეუთოში -წერს კოსაჩევმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ თბილისში გამართულმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ თავის დეკლარაციაში რუსეთის ქმედებები უკანონოდ აღიარა ყირიმში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

banner
წინა სტატიაში(video) სოხუმში დაძაბულობა არ იკლებს
შემდეგი სტატიაერაყის შს მინისტრი ბაღდადში აფეთქების შემდეგ გადადგა