კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაში ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია იანტბელიძე მონაწილეობდა

ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი ადასტურებს, რომ კორცხელში 53-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა

hqdefault”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მედია მდივან ირამა ნადირაშვილის განცხადებით, სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაში ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია იანტბელიძე მონაწილეობდა.

”სატელევიზიო კადრებიდან ამოღებულ ფოტოზე ჩანს გია იანტბელიძე, რომელიც იმ მომენტშია გადაღებული, როდესაც ნიკა მელიას მიმართ დაიწყო ჩხუბი. გია იანტბელიძე არის ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ჩვენ მივმართავთ ჭიდაობის ფედერაციას, ასევე მივმართავთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მიიღონ გადამწყვეტი ზომები და გია იანტბელიძე გადააყენონ მწვრთნელის პოზიციიდან. იმედი გვაქვს, რომ კალაძის ცოლის ძმის მფარველობა გია იანტბელიძეს დაკავებულ თანამდებობას ვერ შეუნარჩუნებს“, – განაცხადა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელმა თურქეთის ავტორიტარულ სახელმწიფოდ გადაქცევაზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაგინდა მწვრთნელი იყოს, გინდა სახელოვანი სპორტსმენი , რა ტიტულებიც არ უნდა ჰქონდეს კანონის წინაშე ყველა ვართ თანაბრად პასუხისმგებელი