კორცხელის მონაწილე სპორტსმენებმა შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვეს

aqcia1_5შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ადვოკატებმა და კორცხელის ინციდენტის მონაწილე ექვსივე სპორტსმენმა დატოვა. თუმცა სპორტსმენებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. შსს-ს მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს სპორტსმენების ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მხარდამჭერებმა.

ექსივე მათგანი სამინისტროში საკუთარი სურვილით მივიდა. მათ გააკეთეს განცხადება, რომ მზად არიან, გამოძიებასთან ითანამშრომლონ.

როგორც გამოკითხვაზე შესვლის წინ ინციდენტის მონაწილეები ამბობდნენ, კორცხელში საკუთარი სურვილით ჩავიდნენ და დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, კერძოდ, გიგა ბოკერიასა და ნიკა მელიას პროვოკაციას მოჰყვა.

ამასთან, სპორტსმენებმა შსს-ში მისვლა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადების შემდეგ გადაწყვიტეს.

შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განცხადება დღეს გააკეთა და მხარეებს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

“არსებობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც აუცილებლად დაცული უნდა იყოს. მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები, დანიშნულია ექსპერტიზები.მოვუწოდებ ინციდენტში მონაწილე მხარეებს, ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ სატელევიზიო განცხადებებით და ითანამშრომლონ აქტიურად გამოძიებასთან, რათა დროულად მოხდეს სამართლებრივი შეფასება. უახლოეს დღეებში, თუ არა საათებში, ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, რომ გასცეს განჩინება იმ პირების დასაკავებლად, რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან და დაველოდოთ გამოძიების დასრულებას”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიერთი კაცი მოკვდა, კი, ქართველია, ძალიან საწყენია, მაგრამ ამ დონეზე ატანა, აყვანა არ მგონია დღეს საჭირო იყოს
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე: არ დავუშვებთ მსგავსი პროვოკაციების განმეორებას