ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დღეს განახლდა. საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული გიგა ტყემალაძე სასამართლო პროცესს არ ესწრება, რადგან არსებული ინფორმაციით ის სპორტული შეჯიბრებების გამო ამერიკაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და კორცხელის ინცინდენტში მონაწილე ექვსივე პირს აღმკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. მოსამართლე ნატრული აკობიამ სპორტსმენს ვლადიმერ გეგეშიძეს 10 ათასი ლარის გირაო, დანარჩენებს: კობა ტყეშელაშვილს, ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს და გიგა ტყემალაძეს 7-7 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები დაუპირისპირდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს. შედეგად დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ. ზოგიერთს სახეზე სისხლის კვალიც აღენიშნებოდა. ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერელურ საავადმყოფოშიც იყო მოთავსებული, მათ შორის ორი პოლიციელი.