კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები შსს-თან იმყოფებიან

კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმყოფებიან. როგორც ცნობილი გახდა შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელი განცხადების შემდეგ მათ გადაწყვიტეს თავისი ნებით მივიდნენ შსს-ში და ჩვენება მისცენ. სპორტსმენები აცხადებენ, რომ დასამალი არაფერი აქვთ. კორცხელის ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილის, კობა ტყეშელაშვილის განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ დაიწყო პროვოცირება, ქვების სროლა, ”ბიტების” ჩარტყმა, ერთ სპორტსმენს თავი გაუტეხეს და ამას მოჰყვა ჩხუბი. ”ვარ ”ქართული ოცნების” წევრი 2012 წლიდან და ამიტომ ვიმყოფებოდი კორცხელში. მანამდე სხვა რეგიონებშიც ვიყავით და იქ ინციდენტი არ მომხდარა, რადგან იქ არ იყო ნიკა მელია. მოვედით შსს-თან, რათა ბრალდებებს გავცეთ პასუხი. ჩვენ არ ვართ დამნაშავეები, რასაც თვითხილველები დაადასტურებენ”, – აღნიშნა ტყეშელაშვილმა.
შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შს სამინისტო სასამართლოს უახლოეს დღეებში ან საათებში მიმართავს, რათა კორცხელის ინციდენტში იდენტიფიცირებული პირების დასაკავებლად განჩინება გამოსცეს.

banner
წინა სტატიაშითბილისის ქაოტური განაშენიანების პრევენციისთვის მომზადებული ცვლილებები დამტკიცდა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროსთან სპორტსმენების მხარდამჭერები იკრიბებიან