კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები “კალა კაპიტალისგან” თანხის ჩარიცხვას უარყოფენ

მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძე უარყოფს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენებს, ამ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე კახა კალაძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ KALA KAPITAL LIMITED-მა ფული ჩაურიცხა.

„ტყუილია, არაფერი არ ჩამერიცხა, დაამტკიცონ, ეს არის ყველაფერი ტყუილი,“ – განაცხდა ვალადიმერ გეგეშიძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ირმა ნადირაშვილმა და ოთარ კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ის დოკუმენტები წარუდგინეს, სადაც ასახული, როგორც ურიცხავს კალა კაპიტალი ფულს კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებს.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული 5 ოჯახისთვის კომპენსაციის გაცემას ითხოვს
შემდეგი სტატიაანაკლიაში პოლიციის უფროსი 23 წლის ახალგაზრდას დაეჯახა