კორცხელის ინციდენტში ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

კორცხელში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულები სასამართლო გირაოს სახით გაათავისუფლა. ერთ-ერთ ბრალდებულს გეგეშიძეს სასამართლოს გირაოს სახით 10 000 ლარი სეუფარდა, დანარჩენ ბრალდებულებს კი 7 000 ლარის გადახდა დაეკისრათ.

ბრალდებულების ადვოკატების განმარტებით, ისინი აღნიშნულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

შეგახსენებთ, რომ კორცხელში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი 6 პირს 1-ელ ივნისს წაუყენა. უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.
ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს ერთმანეთს ფიზიკურად ”ქართული ოცნებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

banner
წინა სტატიაშითამარ სანიკიძე განათლების მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლდა
შემდეგი სტატიაგანათლების სამინისტროში უარყვეს ინფორმაცია, რომ პედაგოგებს მმართველი პარტიის გარდა სხვა პარტიებთან თანამშრომლობა აეკრძალათ