კორცხელის დედათა მონასტერს პირვანდელი სახე დაუბრუნდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია და მასთან არსებული დედათა მონასტერი მოინახულა.

კორცხელის დედათა მონასტრის შენობა მიმდინარე წლის 17 მაისს გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა. ხანძრის შედეგად დაიწვა შენობის მესამე სართული.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად მუშაობს მონასტრის აღდგენისა და მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნების გეგმაზე.

77841354

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია : ტაქსების ლიცენზირების საკითხი შესაძლოა, დროთა განმავლობაში გააქტიურდეს
შემდეგი სტატია“ტაბულამ” სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა