კონსტიტუციონალისტები არ გამორიცხავენ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ქართული ოცნება თავის თავზე მოირგებს კონსტიტუციას

კონსტიტუციონალისტები ქართული ოცნების ლიდერების მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის დაანონსებას ეხმაურება.

სპეციალისტები ამბობენ, რომ მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები, ცვლილებებზე საუბრის დაწყება ქართული ოცნების პოლიტიკურ დღის წესრიგს უკავშირდება.

კონსტიტუციონალისტები არ გამორიცხავენ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ქართული ოცნება თავის თავზე მოირგებს კონსტიტუციას და შეცვლიან პრეზიდენტის არჩევის წესს. ასევე ვარაუდობენ, რომ ქუთაისის პარლამენტს თბილისში გადმოიტანენ.

ისინი კონსტიტუციის კიდევ ერთ ცვლილებაზე საუბრობენ, რომელსაც მმართველი გუნდი განახორციელებს მე-9 მოწვევის პარლამენტში და ის ქორწინებას შეეხება.

ეს ცვლილებები კი მათი შეფასებით, უარყოფითად აისახება ქვეყანაზე. ისინი ერთპარტიული მმართველობის საფრთხეებზეც საუბრობენ.

„ამგვარი ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციაში მათ მიერაა დაანონსებული, არ იქნება საუკეთესო შედეგის მომტანი ქართული დემოკრატიისთვის. ვინაიდან, თავისთავად პრობლემა ის კი არ არის პრეზიდენტს პირდაპირ ავირჩევთ თუ ირიბი წესით, არამედ პრობლემა არის ის, რომ ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, ნიშნავს იმას, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ექნება განუსაზღვრელი უფლება და ჩვენ გვეყოლება ისეთი პრემიერი, როგორი პრეზიდენტი გვყავდა 2004-დან 2012 წლამდე,“-განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის არჩევის წესი ფართო ფორმატში უნდა იყოს განხილული
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე “თავისუფალ დემოკრატებთან” თანამშრომლობას არ გამორიცხავს