კონსტიტუციის თანახმად, პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა კონსტიტუციის თანახმად, პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა

2011-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჩუქრების შესაძენად 3 765 600 ლარი დახარჯაპატიმართა შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. ამას საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს. კონსტიტუციის 73-ე მუხლის “პ” ქვეპუნქტის თანახმად მსჯავრდებულებს პრეზიდენტი იწყალებს.
ამასთან, პატიმართა შეწყალების საკითხებს პრეზიდენტის ბრძანებულება არეგულირებს. პრეზიდენტის ბრძანების ფარგლებში მოქმედებს შეწყალების კომისია, რომელიც შეწყალებასთან დაკავშირებით პატიმართა განცხადებებს განიხილავს და შესაბამისი რეკომენდაციით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს.
საქართველოს პრემიერს უწმინდესმა თხოვნით მიმართა, ხელისუფლებამ განიხილოს პატრიარქისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების უფლების მინიჭების საკითხი.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდას პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია. შესაბამისად, უწმინდესის თხოვნის საფუძველზე, მთავრობის მეთაური საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის დაწყების თხოვნით მიმართავს”, – ნათქვამია საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გოცირიძე: პატრიარქის მოთხოვნა ეწინააღმდეგება სეკულარიზმის იდეას
შემდეგი სტატიასპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთდროულად რამდენიმე ავტომობილი გაქურდეს