კონსტიტუციის პროექტი – გადაწყვეტილების მისაღებად უმრავლესობა გაფართოებული ფორმატით შეიკრიბება

კონსტიტუციის საბოლოო პროექტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უმრავლესობა უახლოეს პერიოდში გაფართოებული ფორმატით შეიკრიბება.

პარალელურად დღეს გახდება ცნობილი, გაიმართება თუ არა თბილისში საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა და როგორ გაგრძელდება პროცესი. საკითხზე საორგანიზაციო კომისია იმსჯელებს.

აღნიშნული საკითხი განიხილეს, სავარაუდოდ, დღის ბოლოს პარლამენტში ფრაქცია ქართული ოცნების სხდომაზეც.

„გვექნება შეხვედრა ფართო ფორმატში თავმჯდომარესთან ერთად. პრინციპული საკითხები, რაც რეფორმაში დევს, ეს არის კომისიის მიერ შეჯერებული პოზიცია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ დაველაპარაკოთ ჩვენს კოლეგებს და არ ვკითხოთ, რა კითხვებიც მთ აწუხებთ,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დახურულ შეხვედრაზე უმრავლესობამ იმ 8 დეპუტატზეც ისაუბრა, რომელთა ხელმოწერაც საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტზე არ ფიქსირდება. ითქვა, რომ ამ დეპუტატების ნაწილი მივლინებაში იმყოფებოდა და მომხდარს “ტექნიკური ხარვეზი” უწოდეს.

თბილისში დიდ საკონცერტო დარბაზში გუშინ მიმდინარე სახალხო განხილვა ჩაიშალა.

banner
წინა სტატიაშიის საქართველოში, ალბათ, ვეღარასოდეს ვეღარ ჩამობრძანდება – ზვიად კვაჭანტირაძე იური ლუჟკოვზე საუბრობს
შემდეგი სტატიასახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელის დაკითხვა დღეს განახლდება