კონსტიტუციის გადასინჯვა ჩვენს გეგმებში შედის – ირაკლი კობახიძე

kobaxidzeქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, ამბობს, რომ, თუ ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება, პარტია გეგმავს, კონსტიტუციაში მოხდეს ცვლილებები.

განცხადება ამის შესახებ კობახიძემ რუსთავი2-ის პირადაპირ ეთერში საუბრის დროს გააკეთა.

კობახიძე განმარტავს, რომ კონსტიტუციაში ბევრი ხარვეზია, რაზეც ის 2010 წელსაც საუბრობდა. აქვე კობახიძე აღნიშნავს, რომ წინა მოწვევის პარლამენტში ქართულმა ოცნებამ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა ვერ მოახერხა, რადგან პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდა.

აქვე ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა პირდაპირ ეთერში საუბრის დროს აღნიშნა, რომ ქართულ ოცნებას უკვე აქვს პარლამენტში სტაბილური უმრავლესობა, რაც ქვეყნის განვითარებას ხელს შეუწყობს და წაადგება დემოკრატიული პროცესების განვითარებას.

“თუ ზოგადად განვიხილავთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, დიახ, შეიძლება, შეიცავდეს რისკებს, თუმცა ასეთი ნეგატიური პერსპექტივა უახლოესი 4 წელი არ არსებობს. კონსტიტუციის გადასინჯვა ჩვენს გეგმებში შედის, მაგრამ ეს იქნება მანამდე ფართო მსჯელობისა და კონსენსუსის საგანი. საქართველოს კონსტიტუციას არავინ შეეხება სუბიექტურად, ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ.

“2010 წელს ბოლო ცვლილებები შევიდა კონსტიტუციაში და ამ ცვლილებებს ბევრი ადამიანი და მათ შორის მეც ვაკრიტიკებდი, რადგან ეს ცვლილებები ეწინააღმდეგებოდა ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. კომპეტენციები არასათანადოდ იყო გამიჯნული. 4 წლის განმავლობაში ჩვენ კონსტიტუციაში ცვლილებები ვერ შევიტანეთ იმიტომ, რომ არ გვქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა. კონსტიტუცია კონსტიტუციონალიზმის პრინციპებთან იქნება მოყვანილი,” – ამბობს კობახიძე.

რაც შეეხება კონკრეტულად პრეზიდენტის არჩევის პრინციპის შეცვლას, კობახიძე ამბობს, რომ “პრეზიდენტის არჩევის წესი ვერ განიხილება იზოლირებულად. ეს წესი მმართველობის ფორმის საკითხთან არის დაკავშირებული და ამაზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. არცერთ შემთხვევაში გადაწყვეტილებები სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე არ უნდა მოხდეს. ეს დღეს დღის წესრიგში არ დგას. ეს საკითხი კომპლექსურად უნდა იყოს განხილული”.

banner
წინა სტატიაშიმე ხმას ნარჩემაშვილის წინააღმდეგ მივცემდი – დავით ბერძენიშვილი
შემდეგი სტატია„ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიად დარჩენის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას