კონსტიტუციის ახალი პროექტი – საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია დღეს დაამტკიცებს

საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია დღეს დაამტკიცებს. დოკუმენტის მიღებამდე, კონსტიტუციის არსებულ რედაქციას პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძე წარადგენს. თუმცა, სამი მოსმენით მიღებული ცვლილებები, პარლამენტის დელეგაციამ კომისიის ხელმძღვანელობასთან უკვე განიხილა.

კომისიის პლენარულ სხდომას დაესწრება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანიც. ანა დოლიძე ევროპელ ექსპერტებს ცვლილებების 4 პუნქტიან ვერსიას გააცნობს. 3 საკითხი „ქართული ოცნების“ პოზიციას წარმოადგენს, მათ შორის, ანა დოლიძე ასახელებს პარტიის დაპირებას, პროპორციული სისტემის შემოღების შესახებაც. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევნებს, ოპოზიციისა და გიორგი მარგველაშვილის ერთობლივი შეთავაზების თანახმად, ამ საკითხის გადაწყვეტა ორპალატიანი პარლამენტის პირობებში უნდა მოხდეს.

banner
წინა სტატიაშიISIS-ი ერაყში უკანასკნელ ტერიტორიებს კარგავს
შემდეგი სტატიავენეციის კომისიისგან ველოდებით პოზიტიურ შეფასებას – დავით მათიკაშვილი