კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს ახალციხელები გაეცნობიან

კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვა დღეს ახალციხეში გაგრძელდება. მმართველი გუნდი ადგილობრივებს კონსტიტუციის პროექტს ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით წარუდგენს. უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ საყოველთაო განხილვებში ჩართვას ამჯერადაც გეგმავს საქართველოს პრეზიდენტი.
პროექტის საჯარო განხილვა 5 მაისს დაიწყო. ცვლილებები სულ 11 ქალაქში უნდა წარადგინონ. შეხვედრები უკვე გაიმართა ქუთაისში, ამბროლაურში, ჩოხატაურში და ზუგდიდში, ბოლო შეხვედრა 15 მაისს თბილისში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიმეტროში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიათამარა გაჩეჩილაძე: მეგობრებო, არც ერთი წამით არ იფიქროთ, რომ ვნერვიულობ – უბრალოდ ძალიან მეცინება