კონსტიტუცია დაარქვეს იმას, რასაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია ეთანხმება – ნაცვლიშვილი

საკონსტიტუციო ცვლილებების დაჩქარებულ, ერთპარტიულ რეჟიმში განხილვას აპროტესტებს სამოქალაქო სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაციები ვენეციის კომისიას, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს, დიპლომატიური კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს წერილით მიმართავენ.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებაზე უარის თქმა, მმართველი გუნდის საზოგადოებისადმი დამოკიდებულებას აჩვენებს. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ კონსტიტუციას არქმევს დოკუმენტს, რომელსაც თანხმობა არ აქვს.

„ეს განაცხადი აჩვენებს, როგორი მიმართება აქვს მმართველ ძალას საზოგადოებასთან, საზოგადოებრივ აზრთან და ზოგადად, კონსტიტუციასთან. მმართველმა ძალამ ფაქტობრივად ნულოვანი კონსენსუსის პირობებში, კონსტიტუცია დაარქვა იმას, რასაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია ეთანხმება,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზის ძმამ პატრიარქს სთხოვა, გიორგი მამალაძეს თავდებში დაუდგეს, თუმცა ილია მეორესგან პასუხი არ მიუღია
შემდეგი სტატიაერთ პარტიაში გარიგების შედეგად მიღებული დოკუმენტი – გიორგი აბაშიშვილი კონსტიტუციის ახალ პროექტზე