კონსტანტინე გამსახურდია:”ისეთი შეგრძნება მაქვს, დაგვცინის ვიღაც დედაარღნიანი”

როცა ლუდი არის შარდი, ვერ უშველის სტალინზე დარდი

კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება.

როცა ლუდი არის შარდი, ვერ უშველის სტალინზე დარდი"

ისეთი შეგრძნება მაქვს, დაგვცინის ვიღაც დედაარღნიანი. ქვეყანა უნიჭოდ გადაღებულ ქართულ პორნოდ აქციეს. ატვირთავენ ქართულ ან უკრაინულ საიტზე რაიმე საზიზღრობას და არის ერთი გარჩევა და ვაი-უშველებელი. გვიანია მერე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე აპელირება.
ან ეშმაკმა უწყის, რომელ სპეცსამსახურს (იქნებ მეზობლად მდებარე ფართოდ გაშლილი ქვეყნისასაც….) მოუვიდა თავში აზრად, რომ წვიმის წვეთის პრინციპით იმუშაოს, რომელიც თვეობით და წლობით ერთ ადგილას ურტყამს და მაინც აღწევს თავისას – პოლიტიკური სკანდალის ტოპიკა მუდმივ რეჟიმში უკანალის, საჯდომის, ტ-კის ირგვლივ ატრიალოს. მიზანი კი ჩვენი მწყობრიდან გამოყვანაა. დააკვირდით თემებს – ცოცხები, ყავარჯენი, “ერთსქესიანები”, და ბოლოს არგუსისთვალებიანი საჯარო პატრულ-პროქტოლოგები. ან იქნებ გავრეკეთ და ეს ყველაფერი გვეჩვენება.
თენეფიშ დიდა ფხოდ, ამაზე მეტი რა უნდა თქვა…

banner
წინა სტატიაში(video)კოდორი შეიძლება ადიდდეს და სოფლები დატბოროს
შემდეგი სტატიადავით აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა გადაიკეტება