კონსტანტინე გამსახურდია: “ანტრიკოტას” ეცოდინება

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 15, 2018 11:04

კონსტანტინე გამსახურდია:  “ანტრიკოტას” ეცოდინება

მნიშვნელოვანი

  • ხელისუფლებამ, რომელსაც არანაირად არ აწყობს სომხური ტიპის მღელვარებათა ექსპორტი აქ, გადაათამაშა პერფორმანსი ანუ იმერული გამბიტი

სხვა სტატიები

როცა ლუდი არის შარდი, ვერ უშველის სტალინზე დარდი"“ბარიგები გვიკლავენ იმდენ ხალხს, რომ ვითხოვთ ლეგალიზებას” (ბერას ბოლო კლიპიდან)

ნეტავ საიდან მოვიდნენ ეს ბარიგები? ან ვინ მფარველობს მათ? ერთ-ერთი იმ რვათაგან, რომელიც დაუჭერიათ, 1998 წელს ყოფილა დაბადებული. ანუ 19 წლის.

ხომ აშკარაა რომ ეს დაჭერილები მეოთხე ან მეხუთე რგოლია “ბარიგულ” ჯაჭვში? თავი წააწყვიტეს წიწილებს, დეკეულები კი არხეინად არიან და იცოხნებიან.

ნარკოტიკი კი შემოდის და კვლავ შემოვა ირანიდან. როგორც ჩანს, მთელი კარტელია დასაქმებული ამ უბინძურეს ბიზნესში. ნაწილი ნივთიერებებისა აქ რჩება, უფრო დიდი ნაწილი ევროპისკენ მიდის. ნარკოტიკის პარტია კი არა, ვიღაც-ვიღაცეების ყურადღების მიღმა თხას ვერ გაყიდის ვერავინ მარტვილის ბაზარში.

ხელისუფლებამ, რომელსაც არანაირად არ აწყობს სომხური ტიპის მღელვარებათა ექსპორტი აქ, გადაათამაშა პერფორმანსი ანუ იმერული გამბიტი. (ორი ნაბიჯი უკან, სამი წინ) ოღონდ ის გავს მოთამაშეს, რომელიც ჭადრაკის დაფას ხან თეთრების მხარიდან მიუჯდება და სვლას აკეთებს, ხან შავების მხარიდან. როგორ? ეს ალბათ “ანტრიკოტას” ეცოდინება-წერს კონსტანტინე გამსახურდია ” ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 15, 2018 11:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,850
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics