კონსიტუცია ერთ პიროვნებაზე მორგებით არ იწერება

“კონსტიტუცია არც ერთ პიროვნებაზე მორგებით არ იწერება და, მით უმეტეს, არც ერთი პიროვნების განცხადების ტონიდან გამომდინარე. კონსტიტუცია იწერება საერთო თანხმობით. ამიტომ მქონდა პოზიცია, რომ მე, გიორგი კვირიკაშვილი და ირაკლი კობახიძე ვყოფილიყავით კომისიის თანათავმჯდომარეები. მინდოდა, რომ პროცესი ყოფილიყო რაც შეიძლება გახსნილი. როდესაც გაჟღერდა კონსტიტუციის ფუნდამენტურ შეცვლაზე საკითხი, ასეთი ცვლილება აპრიორი გულისხმობს, რომ ამ ცვლილების მონაწილე ვართ ხალხი. იმიტომ რომ კონსტიტუცია არის ძირითადი თანხმობა როგორ ვიცხოვრებთ. ეს უნდა იყოს ხალხის დოკუმენტი,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “იმედის დროში” სტუმრობისას.

პრეზიდენტის განცხადებით, კოსტიტუციის შეცვლის მოტივაციის თაობაზე, თუ რატომ უნდა შეიცვალოს და გადაიხედოს კონსტიტუცია, საზოგადოებას არცერთი არგუმენტი არ მოუსმენია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიაზე განაცხადა, რომ მომდევნო არჩევნებამდე პრეზიდენტი ისევ პირდაპირი წესით უნდა აირჩეს, 7 წლის შემდეგ კი – არაპირდაპირით. ამის პასუხად, საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ საკონსტიტუციო კომისია არა კონსტიტუციის შინაარსობრივ გადახედვაზე მუშაობს, არამედ საუბარია პრეზიდენტთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაზე. ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის ამ განცხადებას არაკორექტული უწოდა და მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშინაციონალურ მოძრაობას ზოგი ემეგობრებოდა, ზოგი ბიზნეს აკეთებდა და ზოგიც ნაციონალური მოძრაობის ელიტაში იჯდა
შემდეგი სტატიამე ბიზნესწილების დავაში არ ვმონაწილეობ