კომუნალურ ვაუჩერებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 200 ათას ქულაზე ნაკლები აქვთ

news
: news თებერვალი 24, 2016 13:13

კომუნალურ ვაუჩერებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 200 ათას ქულაზე ნაკლები აქვთ

კომუნალურ ვაუჩერებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 200 ათას ქულაზე ნაკლები აქვთ, – ამის შესახებ მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კომუნალური ვაუჩერები წლების განმავლობაში თბილისის იმ მოქალაქეებს ერიცხებოდათ, რომლებსაც მაღალი შემოსავალი ჰქონდათ.

“დიდი ხანი მიდიოდა ამაზე მსჯელობა, მათ შორის მთავრობის ეკონომიკურ საბჭოში, საკრებულოში და გასულ კვირას უკვე შევიდა მერია საკრებულოში ინიციატივით, რომ იმ ოჯახებმა მიიღონ კომუნალური ვაუჩერები, ვისაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 200 ათას ქულაზე ნაკლები გააჩნია, ესენი არიან ოჯახები, რომლებიც ყველაზე მეტად შეჭირვებულები არიან და რეალურად სარგებლობენ არამარტო კომუნალური სუბსიდიის, არამედ სხვა მერიის სოციალური პროგრამებითაც” , – განაცხადა ჩივიშავილმა.

მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ არიან სოციალურად დაუცველები შეუძლიათ, რომ მიიღონ მონაწილეობა სოციალურად დაცველთა ბაზაში. “თუ მიიღებენ 200 ათას ქულაზე ნაკლებს, რაც საკმაოდ მაღალია ისინი ყველა ისარგებლებენ ამ შეღავათით. ამ მიმართულებით თანხები მიზნობრივად და ეფექტურად იქნება გადანაწილებული”, – განაცხადა ჩივიაშვილმა.

საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა თბილისის” თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ ნოემბერ-დეკემბერში თბილისის მოსახლეობა კომუნალურ ვაუჩერს ვეღარ მიიღებს. მისი თქმით, 2016 წლის ბიუჯეტში კომუნალური სუბსიდიის მუხლი 13, 5 მილიონი ლარით მცირდება.

news
: news თებერვალი 24, 2016 13:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,226
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics