კომპანიის თანამშრომლები, რომელმაც მეტრო “ვარკეთილში” რემონტი გააკეთა, დაკითხვაზე იმყოფებიან

კომპანია “ყვარელრემმშენის” დამფუძნებელი, 3 თანამშრომელთან ერთად, 2 საათზე მეტია გამომძიებლების კითხვებს პასუხობენ. ეს სწორად ის კომპანიაა, რომელმაც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.

პოლიციის შენობა უკვე დატოვა “ყვარელრემშენის”ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, თუმცა მას კომენტარი არ გაუკეთებია.

პარალელურად მეტროსადგურ „ვარკეთილში” საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცავები მომხდარის მიზეზებს სწავლობენ.

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება. შემთხვევის ადგილის დათვალიერება და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. ამჟამად მუშაობენ ექსპერტები, კრიმინალისტები და ასრულებენ თავიანთ უფლება-მოვალეობას,“-განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სერგო ძაგნიძემ.

გამოძიებას არ დაუკითხავს თბილისის მერიის ის თანამშრომლები, რომლებმაც უშუალოდ დაუკვეთეს და ჩაიბარეს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული, რაც სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი დილით ჩამოინგრა. დაშავდა 14 ადამიანი. სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის ზაფხულში განხორციელდა. ის “ყვარელრემმშენმა” ჩაატარა.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში, ყოფილი გუბერნატორის, გია სალუქვაძის მეუღლის სახლი დაიწვა
შემდეგი სტატია1 წელი ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრიდან-დაზარალებულები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ