კომპანია “თელასი” ქვესადგურში “მუხიანი” სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

ელექტრომომარაგების ხარისხის და საიმედოობის მიზნით, კომპანია “თელასი” ქვესადგურში “მუხიანი” სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, “ინტერ რაოს” ცენტრალური აზიისა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი და სს “თელასის” გენერალური დირექტორი გაეცნენ.

ქვესადგურში 6/10 კილოვატიან დახურულ გამანაწილებელ მოწყობილობებზე მოძველებული ზეთიანი ამომრთველები იცვლება თანამედროვე ვაკუუმური ამომრთველებით, აგრეთვე ტარდება ქვესადგურის კაპიტალური რემონტი, სამუშაოების ღირებულება 1 686 000 ლარია.

“სადისტრიბუციო კომპანიები ეს არის საფუძველი ჩვენი ენერგეტიკის. მინდა მივესალმო ყველა თანამშრომელს, როგორც “თელასის” ასევე “ენერგოპროს”. ნამდვილად მათ მხრებზე დგას ჩვენი ენერგეტიკა. უმნიშვნელოვანესია, ის სამუშაოები,რომელსაც ეს კომპანიები ყოველწლიურად ახორციელებენ. ათობით მილიონი დოლარით სამუშაოები მიმდინარეობს სამივე კომპანიაში, მიმდინარეობს ახალი ქვესადგურების და ხაზების მშენებლობა, რესკონსტრუქცია ძველი ქვესადგურების და ეს კონკრეტული სამუშაოები უზრუნველყოფენ სტაბილურ მიწოდებას მომხმარებლისთვის, მაგრამ არაბაკლებ მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემო თანამშრომლებისათვის. ბლოკი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით 24 ათას აბონენტისათვის მოხდება ამ კონკრეტული სამუშაოების შემდეგ მიწოდების გაუმჯობესება, რაც ზამთრისწინა პერიოდში მნიშვნელოვანია. ყველა კომპანია ზამთრის წინაპერიოდში განსაკუთრებულ მობილიზაციას ახორციელებს, რათა მაქსიმალურად შემოწმებული იყოს ყველაფერი. ზამთარი ყოველთვის არის მოულოდნელობებით სავსე, მაგრამ როგორც წინა რამდენიმე ზამთარმა აჩვენა, ყველა კომპანია მზად იყო ერთგვარი გამოწვევებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ წელსაც ასე იქნება, სამინისტრო სათითაოდ მუშაობს ყველა პასუხისმგებელ კომპანიასთან, რათა ჩვენ გვქონდეს სტაბილური მიწოდების რეჟიმში გადავიტანოთ ეს ზამთარი”, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო მედია ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების მიზეზებს განიხილავს
შემდეგი სტატიამსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებში ინდივიდუალურ საქმიანობას მიკრო ბიზნესის სტატუსით განახორციელებენ