კომპანია „iPhone+“ საკუთარ მომხმარებლებს ფარულად უსმენს?

როგორ ხდება მობილურებში მოსასმენის ჩამონტაჟება და როგორ ასაღებენ მეორად „iPhone“-ებ ს „Apple“-ის ნამდვილ პროდუქციად – ქსელური უსაფრთხოების სპეციალისტი სკანდალურ სქემას შიფრავს

 

ფარული მოსმენა და მიყურადება თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სენია. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმედ გასახსენებელი „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობაა, რა დროსაც ადამიანებს, როგორც ამბობენ, საკუთარ საძინებლებშიც კი უსმენ-უღებდნენ. ზოგადად, ადამიანების თვალთვალი უშიშროების ბუნებაა. აქედან გამომდინარე, არ უნდა გაგკვირდეს, რომ უსაფრთხოების სამსახურები ამ „ჩვევაზე“ უარს არც „ოცნების“ ხელისუფლების დროს ამბობენ და ისეთი ე.წ. „მოსმენების კანონის“ მიღებას ცდილობენ, რომელიც მათთვისაა ხელსაყრელი, თუმცა როგორც „თაიმერს“ სპციალისტები უხსნიან, მნიშვნელობა არ აქვს, ვთქვათ, მოსმენების „გასღები“ ვის ექნება, რადგან იდეალური კანონმდებლობაც რომ გვქონდეს, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, ფარული მოსმენისგან დაზღვეულები მაინც არ ვიქნებით. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სპეცსამსახურმა უკანონო მოსმენის პროცესში მხოლოდ კავშირგაბმულობის კი არა, შეიძლება, იგივე მობილური ტელეფონების, „აიპადებისა“ და კომპიუტერული ტექნიკის არათუ მწარმოებელი, არამედ, დისტრიბუტორი კომპანიებიც ჩართონ, ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, არსებობს თეორიული შანსი, რომ სპეცსამსახურმა, მაგალითად, იმ კომპანიის ხელმძღვანელობა „დაავერბოვკოს“, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე მობილურებით ვაჭრობს და მის მიერ შემოტანილ ძვირადღირებულ მობილურ ტელეფონებში, ვიდრე მომხმარებლამდე მივა, ფარული მოსასმენი აპარატურა ჩაამონტაჟოს. ეს მსჯელობა ვინმეს შეიძლება, ფანტასტიკად მოეჩვენოს, მაგრამ არცთუ დიდი ხნის წინ, სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი დისტრიბუტორი კომპანიის, კერძოდ, „iPhone პლუსი“-ს ყოფილმა თანამშრომელმა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა.

ზოგადად, „iPhone+“ და მისი შვილობილი კომპანიები სკანდალში არაერთხელ გახვეულან. გარდა იმისა, რომ ამ კომპანიას მომხმარებლები მეორადი „iPhone“-ების და ასევე, „Apple-ის სხვა პროდუქციის გაყიდვაში ხშირად ამხელენ, იმასაც ამბობენ, რომ „iPhone+“ მეორად გადაწყობილ  ნაწარმს ნამდვილი „Apple-ის პროდუქციად ასაღებს და ამით სერიოზულ ფინანსურ მოგებას ნახულობს.

სხვათა შორის, „iPhone+“-ის საქმიანობით თავის დროზე მომხმარებელთა ფედერაციაც დაინტერესდა და მომხმარებელთა განცხადებების საფუძველზე გაარკვია, რომ აღნიშნული კომპანია წუნდებულ პრდუქციას ყიდის. ასევე, ცნობილია, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2013 წლის მაისში „iPhone+“-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, მამუკა მარღიშვილი, ასევე, კომპანიის მენეჯერი ვლადიმერ ძურძუკი და მისი თანაშემწე, მიხეილ პავლიაშვილი საბაჟო წესების დარღვევიის გამო დააკავა. როგორც მაშინ საგამოძიებო უწყებამ განაცხადა, აღნიშნულმა პირებმა საბაჟოზე 605 714 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონებისა და აქსესუარების დეკლარირება არ მოახდინეს. ქსელური უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელსაც „თაიმერი“ ესაუბრა, ამბობს, რომ პროდუქცია შესაძლოა, მეორადი, ან გადაწყობილი წარმოების იყო, ანუ ნადმვილ „Apple-ის მიერ წარმოებულ „iPhone“-თან საერთო არაფერი ჰქონოდა და ზემოხსენებული კომპანიის მესვეურები მის საქართველოში საბაჟო წესების გვერდის ავლის შემოტანასაც, ალბათ, ამიტომ ცდილობდნენ.

რაც შეეხება „iPhone+“-ისა და სპეცსამსახურის შესაძლო კავშირს, ამის შესახებ ეჭვი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სოციალურ ქსელში „iPhone+“-ის ყოფილმა თანამშრომელმა გამოთქვა („თაიმერს“ ამ ჩანაწერის „სქრინი“ აქვს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ „iPhone+“-ის ყოფილ თანამშრომელს პრობლემა არ შეექმნას, მის ვინაობას არ ასაჯაროებს).

„ის ამბავი თუ იცით, თქვენს ტელეფონზე საუბრებს რომ ისმენდა… ვიღაც კახა ყავდა კუდში და უგზავნიდა მეილზე“, – დაწერა „iPhone+“-ის ყოფილმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში „iPhone+“-ის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის მისამართით. ამავე პოსტის მიხედვით, „iPhone+“-ის დამფუძნებელი საკუთარი თანამშრომლების „მესიჯებსაც“ კითხულობდა. ეს განცხადება, დაუჯერებლად არ ჟღერს, რადგან „iPhone+“-ის დამფუძნებელს, როგორც ამბობენ, „ნაციონალების“ ელიტასთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. მოგეხსენებათ, იმ დროს ხელისუფლება ყველას და ყველაფერს აკონტროლებდა და მწვანე შუქსაც იმ ბიზნესმნებს უნთებდა, რომლებიც მასთან თანამშრომლობდნენ. შესაბამისად, შეიძლება, გაჩნდეს გონივრული ეჭვი, რომ „iPhone+“-ის ხელმძღვანელობას „ნაცები“ ყველა სახის უკანონობას პატიობდნენ. აგრეთვე, იმასაც ამბობენ, რომ „ნაციონალების“ კადრები სპეცსამსახურებში დღესაც არიან. ამიტომ, დაშვების დონეზე იმ გონივრული ეჭვის გაჩენაც შეიძლება, რომ აღნიშნულ კომპანიას „ნაცები“ დღესაც იყენებენ. სხვათა შორის, იმასაც ამბობენ, რომ „iPhone+“-ის მთელი სტაფი „ოცნების“ მიმართ ცინიკურადაა განწყობილი, რაც ამ კომპანიის „ფეისბუქგვერდზეც“ იგრძნობა, თურმე. 

ყოველივე აქედან გამომდინარე, „თაიმერი“ დაინტერესდა, შესაძლებელია თუ არა, რომ იმ პროდუქციაში, რომელსაც „iPhone+“ ყიდის, ფარული მოსასმენი აპარატურა იყოს ჩამონტაჟებული? ამ კითხვის საპასუხოდ, ქსელური უსაფრთხოების სპეციალისტი ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია და იმ სქემასაც გვხისნის, თუ როგორ შეიძლება მოხდეს მეორად ან ყალბ „iPhone“-ში ფარული მოსასმენის ჩამონტაჟება. „თაიმერი“ არაფერს ამტკიცებს და ყოველგვარი შეფასების გარეშე გთავაზობთ ინტერვიუს ქსელური უსაფრთხოების სპეციალისტთან, რომლის ვინაობასაც იმ მოსაზრების გამო არ ვასაჯაროებთ, რომ არ გვინდა, მას სპეცსამსახურის ან, სულაც, „iPhone+“-ის მხრიდან პრობლემები შეექმნას. აქვე, აღვნიშნავთ, რომ წინამდებარე ინტერვიუ სკანდალურია, რამეთუ ჩვენი რესპოდენტი ძალიან საინტერესო სქემას შიფრავს:

 

– საერთოდ, ორი – „Android“-სა და  „IOS“-ის სისტემის მობილური ტელეფონები არსებობს. „IOS“-ის სისტემა მხოლოდ „iPhone“-ის ტელეფონებში გამოიყენება. 98 პროცენტით შემიძლია გითხრათ, რომ „IOS“-ის სისტემის ტელეფონის, ანუ „iPhone“-ის გახსნა და მასში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება შეუძლებელია, რადგან მისი შიგთავსი იმდენად მწირია, რომ დამატებითი დეტალის ჩამონტაჟებისთვის ადგილი აღარაა. ამას გარდა, მოსასმენ აპარატურას კვება სჭირდება. კი ბატონო, კვების „აღება“ ელემენტიდან შეიძლება, რისთვისაც ტრანზისტორია საჭირო, მაგრამ ყველაფერ ამის მიუხედავად, ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვი, რომ „iPhone“-ში მოსასმენი აპარატრის ჩამონტაჟება გამორიცხულია. ისე, თუ „iPhone“-ის დისტრიბუტორთან რომელიმე სახელმწიფო სტუქტურა თანამშრომლობს, ყველაფერი შესაძლებელია, რადგან უშიშროებას ძალიან დიდი რესურსი აქვს. სხვათა შორის, არსებობს ეჭვი, რომ ტელეფონის მწარმოებლები აშშ-ს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ, ანუ სავსებით დასაშვებია, რომ ეს პრაქტიკა ჩვენს უშიშროებასაც ჰქონდეს და „iPhone“-ის რომელიმე დისტრბუტორ კომპანიასთან თანამშრომლობდეს. აქვე, გეტყვით, რომ „iPhone 6“-ის პლატაზე ზოგჯერ ისეთი ნაწილები უპოვიათ, რომლებსაც დანიშნულება არ ჰქონდა.

– თქვენი დაკვირვებით, იმ კომპანიებიდან, რომლებსაც საქართველოში „iPhone“-ები შემოაქვთ, გამორიცხავთ, რომ რომელიმე უშიშროებასთან იყოს შეკრული?

– არაფერს გამოვრიცხავ, რადგან „დავერბოვკების“ პრაქტიკა, სხვების მსგავსად, ჩვენს სახელმწიფოსაც აქვს. ისე, მოსასმენის ჩამონტაჟება მეორად „iPhone“-ებში უფრო შესაძლებელია. ამასთან, იმის დადგენაც შეიძლება, ტელეფონი გახსნილია თუ არა.

– მომხმარებელმა, რომელსაც დისტრიბუტორი კომპანია ეუბნება, რომ ახალ „iPhone“-ს ყიდის, როგორ უნდა გაიგოს, ტელეფონი გახსნილია თუ არა?

– ამას მომხმარებელი ვერ გაიგებს.

– აბა, მე, როგორც მომხმარებელმა ჩემი უფლება როგორ უნდა დავიცვა?

– როგორ და, – პირველ რიგში, ისეთი კომპანია უნდა შეარჩიოთ, რომელსაც ენდობით და რომელ კომპანიასაც სახელი არ აქვს გატეხილი, მაგრამ თუ „iPhone“-ს მაინც სახელგატეხილ კომპანიაში შეიძენთ, გირჩევთ, აპარატი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მიიტანოთ, სადაც დასკვნას მოგცემენ, რომ ტელეფონი გახსნილი არაა. სხვათა შორის, როგორც ვიცი, სამხარაულის ექსპერტმა ერთხელ უკვე დაადასტურა, რომ ერთ-ერთ კომპანიას მეორადი „iPhone“-ები შემოჰქონდა და ისე ყიდდა, როგორც ახალს.

– როცა „Apple“ მეორად ტელეფონებს თავად ყიდის, ამის თაობაზე მომხმარებელს აფრთხილებს?

– რა თქმა უნდა, ანუ „Apple“-ი ე.წ. რეფარბიშდ მოდელებს ცალკე  ყიდის. „რეფარბიშდ მოდელის“ გაუხსნელისგან განსხვავება მომხმარებელს არ შეუძლია. ამიტომ, იგივე დისტრიბუტორი კომპანია, თუ ის  „რეფარბიშდ მოდელებს“ ყიდის, მომხარებელს საქმის კურსში უნდა აყენებდეს.

– მომხმარებელი „iPhone“-ის ისეთი დისტრიბუტორი კომპანიისგან შეძენას უნდა მოერიდოს, რომელზეც არსებობს ეჭვი, რომ შეიძლება, უშიშროებასთან არის შეკრული?

– კი, ეს თავის დაზღვევის ერთ-ერთი საშუალებაა. ისე, იმის გამორიცხვაც არ შეიძლება, რომ დისტრიბუტორი კომპანია თავის კლიენტებს სახელმწიფოს დავალებით კი არა, თავისი სურვილით უსმენდეს, შემდეგ, ამ ინფორმაციას იგივე სპეცსამსახურს აწვდიდეს და სანაცვლოდ, დივიდენდებს იღებდეს, მაგალითად, ყველაფერ ამის გამო, სახელმწიფო მონოპოლიურ გარემოს უქმნიდეს.

– ტელეფონის აპარატებში მოსასმენის ჩამონტაჟება ძვირია?

– თუ დისტრიბუტორი კომპანია სახელმწიფოსთან თანამშრომლობს, ეს, ასე ვთქვათ, პროცედურა, არაფერი დაუჯდება, რადგან ყველა ხარჯს სახელმწიფო დაფარავს, მაგრამ სახელმწიფოს ეს დისტრიბუტორი „პეშკის ვარინატში“ ჰყავს, ანუ უცებ რამე რომ მოხდეს, სახელმწიფო უწყებები ხელებს დაიბანენ და იტყვიან, რომ ყველაფერში დამნაშავე დისტრიბუტორია…

მეორადი „iPhone“-ს შეიძლება, ხარვეზები არ ჰქონდეს, მაგრამ აქ პრობლემა ფასია, ანუ მეორადი ახალზე თითქმის ორჯერ იაფია. შესაბამისად, მოტყუებული კლიენტი რჩება, რომელსაც ჰგონია, რომ ახალი „iPhone“-ი იყიდა და ამ დროს ახლის ფასი მეორადში გადაიხადა. მეორადი „iPhone“-ის  შემთხვევაში, დაზღვეული იმისგანაც არ ვართ, რომ მაგალითად, ელემენტი გასკდეს, ან რაღაც პრობლემები ეკრანს და კამერას ჰქონდეს. მოკლედ, როცა მეორად „iPhone“-ს ყიდულობთ, ჩათვალეთ, რომ ბომბზე ზიხართ. ისე, თუ „iPhone“-ი მეორადია, მის პლატაზე შეიძლება, „იმეი კოდიც“ არ იძებნებოდეს. არადა, „იმეი კოდი“ იმის საშაულებაა, გავიგოთ, ტელეფონი ჩართული ბოლოს როდის იყო.

– გამორიცხულია, რომ დისტრიბუტორს საქართველოში მოპარული iPhone-ები შემოჰქონდეს?

– რა თქმა უნდა, არა, რადგან აპარატზე „აიქლაუდის“ მოხსნაც შესაძელებლია.

– „აიქლაუდი“ რა არის?

– რა და, – „Apple“-ის მიერ შექმნილი დაცვის სისტემა, რომელიც ტელეფონის ტექნიკურ და პროგრამულ დაცვას უზრუნველყოფს, ანუ თუ ტელეფონს მომპარავენ, ან დავკარგავ, „აიქლაუდის“ მეშვეობით შემიძლია, ყველა ინფორმაცია, რაც ტელეფონში მქონდა, დავბლოკო ან წავშალო. საქართველოში იმის ტექნიკური მხარდაჭერა არ არსებობს, რომ დისტრიბუტორმა მოპარული ტელეფონები მასობრივად შემოიტანოს და ამით მოგება ნახოს, მაგრამ ამას შეიძლება, საზღვარგარეთ აკეთებდეს. საერთოდ, როგორც ვიცი,  უცხოეთში არსებობს კომპანია, სადაც მოპარულ თუ ნახმარ ტელეფონს ერთ საათში ისე ანახლებენ, თითქოს ახალი იყოს. როგორც ვიცი, უცოხეთში ერთი „iPhone7“-ის მწყობრში მოყვანა 120 დოლარი ჯდება, თავისი შეფუთვით. საქართველოში „iPhone7“ ფასი, სადღაც, 2300 ლარია. შესაბამისად, არაკეთილსინდისიერი დისტრიბუტორი ამ ფინანსური თაღლითობით სერიოზულ მოგებას ნახავს, თუმცა თუ მას მფარველი არ ეყოლება, ასეთ მაქინაციას ვერ ჩაატარებს. ისე, როგორც ვიცი, არცთუ დიდი ხნის წინ, მოხდა პრეცედენტი, როცა დისტრიბუტორი კომპანია ტელეფონებს არ ამბაჟებდა, რათა მინიმუმ, გადასახადები დაემალა.

 

როგორც ქსელური უსაფრთხოების სპეციალისტი „თაიმერთან“ საუბრის დროს ამბობს, თუ მომხმარებელი ეჭვობს, რომ დისტრიბუტორი კომპანია მეორად, ან  გადაწყობილ „iPhone“-ს ყიდის, რომელშიც შეიძლება, მოსასმენი აპარატურა იყოს ჩამონტაჟებული, ვიდრე ტელეფონს შეიძენს, ყველა დეტალი კარგად უნდა გადაამოწმოს და არჩევანი ამის მერე გააკეთოს.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი: „ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში მასპინძლობას ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს“
შემდეგი სტატიათამარ ხულორდავა გიორგი კვირიკაშვილის მიერ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივას გამოეხმაურა