კომიტეტის სხდომაზე ხვალ დავით ბაქრაძეს მოუსმენენ

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ხვალ სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძეს და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს გენადი არველაძეს მოუსმენენ.
კომიტეტის აპარატის ინფორმაციით, მთავრობის წარმომადგენლების მიწვევა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელებასა და 2016 წლის ეროვნულ სამოქმედო გეგმას უკავშირდება.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 15:00 საათზე დაინიშნა.

banner
წინა სტატიაში“ერთ თვეში შევძლებთ, ცენტრალურ აფრიკაში მომხდართან დაკავშირებით, სრული სიმართლე დავდოთ მაგიდაზე”
შემდეგი სტატიაციხისძირის ყოფილი სანერგე მეუნეობიდან ხეების გადარგვის საკითხზე ხვალ საკომიტეტო მოსმენა გაიმართება