კომისიამ შპს „სტერეო+“-ს და შპს „დი+“-ს ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობა მისცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა შპს „სტერეო+“-ის და შპს „დი+“-ის ერთობლივი განცხადება ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUXD ლიცენზიის შპს „დი+“-ზე გადაპირებასთან დაკავშირებით.ამის შესახებ ,,თაიმერს” კომისიიდან აცნობეს.

კომისიაში წარმოდგენილი განცხადების თანახმად, შპს „სტერეო+“-ს განზრახული აქვს კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „დი+“-ზე გადაცემა საწესდებო კაპიტალში შენატანის განხორციელებით, ვინაიდან იგი წარმოადგენს შპს „დი+“-ის 100%-იანი წილის მფლობელს.
შპს „სტერეო+“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილებით ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUXD ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
• ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის საშუალებით ფასიანი კრიპტო-კოდირებული სატელევიზიო მომსახურების (მაუწყებლობის ტრანზიტის) მიწოდება;
• ლიცენზიის მოქმედების ვადაა 2015 წლის 17 ივნისიდან – 2025 წლის 17 ივნისამდე;
• გავრცელების არეალი საქართველოს მთელი ტერიტორია;
• ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ ისეთი სამაუწყებლო არხების მაუწყებლობის ტრანზიტი, რომლებიც წარმოადგენენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სპეციალიზებულ სამაუწყებლო არხებს და ევროპული სტანდარტის/პრაქტიკის შესაბამისად საერთაშორისო ახალი ამბების გამავრცელებელ სამაუწყებლო არხებს [International News Channels], რომელთა დამფუძნებელი/ბენეფიციარი მესაკუთრე არ არის საქართველოს ან სხვა ქვეყნის სახელმწიფო, ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი
• და სხვა…
კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, №MUXD სალიცენზიო პირობების დაცვის ვალდებულებები გადავიდა შპს „დი+“-ზე.
კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

banner
წინა სტატიაშირა მოთხოვნები აქვთ, საერთოდ, თუ იციან? – დაჩი ცაგურია რკინიგზელთა აქციას ეხმიანება
შემდეგი სტატიაველისციხეში 75 წლამდე მამაკაცი წყლით სავსე ავზში დაიხრჩო