“კომაროვი ხუთებზე მაქვს დამთავრებული”…

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის შესახებ მის მიერ გაკეთებული განცხადებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხუმრობებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური გამოეხმაურა.
“მე ასჯერ გადავახვიე და ასე ვერ წავიკითხე, მეორეც ფრიდომ ჰაუსი ჰქვია თუ ფრიდონ ჰაუსი, თუ ეს არის ამაში მთავარი და არა ის, რომ მე მთლიანად ნეგატიურად შევაფასე ამ ორგანიზაციის განცხადება… თუ ეს არ იყო მთავარი და ვიღაცას უნდა რომ წერა-კითხვის უცოდინრად გამომიყვანოს, არ მიტრაბახია, მაგრამ შევახსენებ, კომაროვი ხუთებზე მაქვს დამთავრებული, უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე და მეორეადი ფაკულეტეტიც ასევე. ასე რომ, ვიღაცას ორი წიგნი რომ არ აქვს წაკითხული და ჩასაფრებულია, საიდან ამოგლიჯოს ერთი ასო და ამით შაყირი დაიწყოს, ჯობია თავის განათლებას მიხედოს”, – განაცხადა მეჭიაურმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში

აღნიშულ საკითხს, მეჭიაური გადაცემა ”არჩევანშიც” გამოეხმაურა:

“მიუხედავად დიდი წარმოდგენისა ბატონ მიხეილ მაჭავარიანზე, მასაც კი მოსდის შეცდომები, ქუმსიაშვილი თქვა ქუმსიშვილის მაგივრად, მე როდესაც იქ რაღაც ფრიდონ ჰაუსი ვთქვი Freedom-ის ნაცვლად, ამაზე შეყარეთ ქვეყანა ”- აღნიშნა მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშირა სახის შეზღუდვა დაუწესა ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა?
შემდეგი სტატიაელისო კილაძე ბიძინა ივანიშვილის მისამართს ეძებს