კოლორადოში, დედამ პუმას შვილი პირიდან გამოსტაცა

კოლორადოში, დედამ პუმას შვილი პირიდან გამოსტაცა

pumaამერიკის შტატ კოლორადოში, დედამ შვილი პუმას პირიდან გამოსტაცა, როცა გარეული ცხოველი სახლის ეზოში შემოიპარა.
როგორც მედია იტყობინება, ადგილობრივი შერიფის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ბავშვის ყვირილი გაიგო, სახლიდან ეზოში გაიქცა, სადაც დაინახა, რომ პუმას მისი შვილი პირში უდევს. მისი თქმით, ის მტაცებელს ცალი ხელით ფეხში წვდა, მეორეთი შეეცადა მისთვის პირის გაღება აუძულებინა, რომ მისი შვილის თავი როგორმე გაენთავისუფლებინა. პუმამ ბავშვი ეზოში დააგდო და გაიქცა.
ბავშვი დენვერის ჰოსპიტალშია მოთავსებული. მას თავი და კისერი აქვს დაზიანებული. ამასთანავე, ექიმები მის მდგომარეობას დადებითად აფასებენ. დედას დაზიანებული აქვს ხელი და ფეხი.
კოლორადოში 4500 პუმა ბინადრობს. ზოგჯერ, საკვების ძიებაში, ისინი დასახლებულ პუნქტებში მიდიან – ადგილობრივი მედია წერს.

კოლორადოში უკანასკნელი 25 წლის მანძილზე პუმას თავდასხმისგან სამი ადამიანი გარდაიცვალა, 18-მა კი დაზიანება მიიღო.

banner
წინა სტატიაშიინდონეზიაში წყალდიდობის და მეწყერის გამო 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიარუსეთი პენტაგონის ბრალდებას უარყოფს