კოლორადოს შტატში 2016 წელს მილიარდი დოლარის მარიხუანა გაიყიდა

CNN-ს ცნობით, აშშ-ს კოლორადოს შტატში, სადაც მარიხუანა 2014 წლიდან ლეგალიზირებულია, 2016 წლის მხოლოდ 10 თვეში – 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების მარიხუანა და კანაფისი გაიყიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კოლორადოს შტატმა, რომელსაც სამი სხვადასხვა სახის გადასახადი აქვს მარიხუანის გაყიდვაზე დაწესებული, მარიხუანის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლებიდან 30%-მდე … ანუ 300 მილიონ დოლარამდე მიიღო.
გარდა შემოსავლებისა, კოლორადოში მარიხუანის მოყვანა გასაღების სფეროში 18.000-მდე კარგად ანაზღაურებადი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ს სტატების თითქმის ნახევარში, მარიხუანა უკვე ლეგაზლიზებულია და ქვეყანის მასშტაბით შარშან 5,7 მილიარდი დოლარის მარიხუანა გაიყიდა… წელს 7,9 მილიარდ ვარაუდობენ… დაგეგმილია, რომ 2020 წლისთვის აშშ-ში მარიხუანის მთლიანი ბრუნვა 21 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მიუხედავად ზემოთ მოყვანილი ფაქტებისა, აშშ-ს ფედერალური ხელისუფლებისთვის მარიხუანა დღესაც წარმოადგენს პირველი რიგის ნარკოტიკს და მას ჰეროინის, ელ-სი-დი-ს და ექსტაზის ჯგუფში განიხილავენ.

banner
წინა სტატიაშირუსეთი, ირანი და თურქეთი, მოსკოვში სირიის საკითხს განიხილავენ
შემდეგი სტატიახანძარი სოფელ ნუკრიანის კულტურის სახლში რამდენიმე ოფისს გაუჩნდა