კოლმეურნეობის მოედანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები რჩებიან

კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერირტორია, სადაც დღეს საღამოს აფეთქება მოხდა, ამ დრომდე გადაკეტილია.

შემთხვევის ადგილზე სატრანსპორტო მოძრაობა ჩაკეტილია. ტერიტორია პოლიციის ლენტით არის შემოსაზღვრული.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანა კოლმეურნეობის მოედანზე აფეთქდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც თავად თარგამაძე აცხადებს, ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანის უკანა ნაწილში იყო დამონტაჟებული.

შემთხვევის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ოთხი სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაში,,ის სამიზნედ ამოირჩიეს იმის გამო, რომ აქტიურად ეკონტაქტებოდა სამართალდამცავებს” – მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი
შემდეგი სტატიალალი ანთია: სამეგრელო 2012 წლის მონაპოვარს ემშვიდობება