“კობიაშვილი დაგვემუქრა და გვითხრა, რომ წელში გადაგვამტრევდა…ჯოჯოხეთი ელის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას“

“ქართული მარში” ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ლადო სადღობელაშვილი აცხადებს, რომ ლევან კობიაშვილსა და ფედერაციის ხელმძღვანელ პირებს გუშინ „ქართული მარშის“ წევრები შეხვდნენ. სადღობელაშვილი ამბობს, რომ კობიაშვილი მათ დაემუქრა:

„შეხვედრა შეეხებოდა გურამ კაშიას მოედანზე ლგბტ ფერებში სამკლაურით გამოსვლას. ლევან კობიაშვილი დაგვემუქრა და გვითხრა, რომ წელში გადაგვამტრევდა. ჩვენ ამის აუდიოჩანაწერი გვაქვს. იმ შემთხვევაში თუ ლევან კობიაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის მესვეურები ბოდიშს არ მოიხდიან, ხვალ 20:00 საათამდე, მაშინ ჩვენ შესაბამის ზომებს მივმართავთ. ფეხბურთის ფედერაციის შენობა ლგბტ ფერებში შეიღებება. ასევე მივმართავთ პროკურატურას, რათა დაიწყოს გამოძიება. ჯოჯოხეთი ელის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას“, – განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.

”ქართული მარშის” წევრები ასევე აპირებენ მოითხოვონ შეუწყდეს დეპუტატის მანდატი ლევან კობიაშვილს, ასევე გადადგეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობიდან. მათივე თქმით, რომ არა კახა კალაძის მხარდაჭერა, ლევან კობიაშვილი „ამდენს ვერ გაბედავდა“.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიაევროპული საქართველო ხელისუფლებას არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაში ადანაშაულებს