კობახიძე “ნაციონალური მოძრაობიდან” “ქართულ ოცნებაში” პორტირებულებზე კომენტარს აკეთებს

rezonansi

მანანა კობახიძე არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრების განცხადებას აფასებს, რომლის თანახმად, “ნაციონალური მოძრაობიდან” პორტირებული ადამიანები მიჰყავს “ქართულ ოცნებას” მაჟორიტარობის კანდიდატად.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ ადამიანებზე ვისაც არასაპარლამენტო ოპოზიცია საუბრობს, თავის დროზე შეიძლება, სხვა ნომრით იყრიდნენ კენჭს, თუმცა ისინი პარტიულ სიაში არ ყოფილან.

“არიან ადამიანები, რომლებიც უპარტიოები იყვნენ და პარტიული სიით არ იყრიდნენ კენჭს. კონკრეტულ ოლქში მაჟორიტარად იყრიდნენ კენჭს. მათ მხარს უჭერს იქ მოსახლეობა, დანარჩენს გადაწყვეტს ამომრჩეველი. ის ადამიანები, თავის დროზე, შეიძლება, სხვა ნომრით იყრიდნენ კენჭს, თუმცა ისინი პარტიულ სიაში არ ყოფილან და ჰქონდათ ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა და გავიდნენ თავის დროზეც ამ მხარდაჭერით. ვფიქრობთ, რომ ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა დაველოდოთ იმ სწორ არჩევანს, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა 8 ოქტომბერს გააკეთბეს”, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“წინასაარჩევნოდ აქტუალობას იძენს საარჩევნო აგიტაციაში იმ პირთა სავარაუდო მონაწილეობა, რომლებსაც ასეთი ქმედება ეკრძალებათ”
შემდეგი სტატია“არც ისე შორს არის დრო, როდესაც NATO-სა და ევროკავშირის წევრი გავხდებით”