კობახიძე: დასკვნებში აშკარად იკვეთება “Freedom House”-ის მიკერძოება ხელისუფლების საწინააღმდეგოდ

Freedom House-ის ანგარიშს დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯოდმარე, საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა და ანგარიშის ავტორები არაკომპეტენტურობასა და ტენდენციურობაში დაადანაშაულა.
„დასკვნებში აშკარად იკვეთება “Freedom House”-ის მიკერძოება ხელისუფლების საწინააღმდეგოდ” განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა და ანგარიში ტენდენციურია მედიის თავისუფლების კუთხით. კობახიძის შეფასებით, „ღიმილის მომგვრელია“ კვლევაში დაფიქსირებული რეიტინგი სასმართლოს დამოუკიდებლობის შესახებ.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ არსებობს ე.წ. ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც თანაბრად ებრძვიან საქართველოს და აშშ-ის მოქმედ ხელისუფლებებს. ამის მაგალითად კობახიძემ NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელობა დაასახელა:
“არსებობს ე.წ. ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც თანაბრად ებრძვიან საქართველოს და აშშ-ის მოქმედ ხელისუფლებებს. ამის საუკეთესო ილუსტრაციაა NDI- ს თბილისის ოფისი ხელმძღვანელობა, რომლისთვისაც საქართველოში საკუთარი ხელისუფლების შეურაცხყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა
ჩვენი ხელისუფლება არის ყველაზე ლიბერალური ხელისუფლება საქართველოს უახლოეს ისტორიაში.
ჩვენ ვეყრდნობით ისეთ ფასეულობებს როგორიცაა დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა, ზოგადად სამართლიანობა, თანასწორობა და შემწყნარებლობა. ამავდროულად, ჩვენთვის მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი და ის ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენ ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს და ქართულ ეკლესიას და რომლებიც ასევე უპირისპირდებიან შესაბამის ღირებულებებს აშშ-ში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა რურუა: თვით სტალინ-ჯუღაშვილიც განსაკუთრებით ფრთხილობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან…
შემდეგი სტატიაგერმანელი პოლიტიკოსები ტრამპს მოუწოდებენ არ იჩქაროს