კობახიძე: 2016 წელი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი წელი იყო

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, 2016 წელი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი წელი იყო.

ჟურნალისტებთან საუბარში კობახიძემ მიმდინარე წელი შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი და პრინციპული არჩევნები ჩაატარა, სადაც პოლიტიკური პროცესების სამომავლო ბედი წყდებოდა.

მისი თქმით, ქვეყანა დემოკრატიულ განვითარებას და წინსვლას განაგრძობს, რასაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობა უზრუნველყოფს.

„ის გამოწვევები, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებობს, დაძლეული უნდა იყოს. ეკონომიკური, სოცაილური და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა მივიღეთ. გასული ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა და ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება, რომ ყველა ეს პრობლემა დაძლეული იყოს“, – აღნიშნა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისში, თამარ მეფის გამზირზე ძლიერი ხანძარია
შემდეგი სტატიაკობახიძე: იმ სტარტით კმაყოფილი ვართ, რომელიც ახალ პარლამენტს აქვს და 2017 წელიც დატვირთული იქნება