კობა ნარჩემაშვილმა, ელგუჯა გოცირიძემ და გრიგოლ ლილუაშვილმა პარტია “ქართულ ოცნებას” ჯამში 135 000 ლარი შესწირეს

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატებმა კობა ნარჩემაშვილმა, ელგუჯა გოცირიძემ და გრიგოლ ლილუაშვილმა პარტიას ჯამში 135 000 ლარი შესწირეს, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ივლისის თვის ფინანსური მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული.

„ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ქუთაისში კობა ნარჩემაშვილმა პარტიას 55 000 ლარი ჩაურიცხა, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა კი 20 000 ლარი. რაც შეეხება ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარობის კანდიდატ ელგუჯა გოცირიძეს, მან პარტიას 60 000 ლარი ჩაურიცხა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთიდან დევნილი თამაზ ლაკირბაია საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
შემდეგი სტატია(+ვიდეო) თელავში „სოციალისტური საქართველოს” წევრმა ჟურნალისტს ხელი დაარტყა