კობა ნარჩემაშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლას არ აპირებს

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი აღმასრულებელ სტრუქტურებში გადასვლას არ აპირებს. ჟურნალისტების კითხვაზე, დარჩება ის საკანონმდებლო ხელისუფლებაში თუ გადავა აღმასრულებელ სტრუქტურებში, თუნდაც შს მინისტრად, ნარჩემაშვილმა განაცხადა, რომ მან ეს ეტაპი პოლიტიკაში დაასრულა და ის რჩება პარლამენტში.

ნარჩემაშვილის თქმით, ის არ დაყოფს ამომრჩეველს პარტიულობის მიხედვით და ყველაფერს გააკეთებს დაპირებული პროექტების შესასრულებლად.

როგორც ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნები ქუთაისში დარღვევების გარეშე ჩატარდა და მან მეორე ტურში ხმების დიდი რაოდენობა მიიღო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ბრიფინგს გამართავს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს