“კობა გვენეტაძის მხარდაჭერა ეს არის მხარდაჭერა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერებისადმი”

გიორგი აბაშიშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის, კობა გვენეტაძის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც გიორიგ აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა მიიღეს ძალიან სწორი გადაწყვეტილება.
“ამისთვის კომიტეტს მადლობა მინდა გადავუხადო. მათ მხარი დაუჭირეს ბატონი კობა გვენეტაძის კანდიდატურას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის მხარდაჭერა პროფესიონალიზმისადმი, ეს არის მხარდაჭერა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაძლიერებისადმი. ამ შემთხვევაში, სულ ორი კომიეტეტია განმხილველი და ორივემ მხარი დაუჭირა ბატონი კობას კანდიდატურას.

ველოდებით საკითხის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას და ცხადია, როდესაც ორი კომიტეტის მხარდაჭერაა, ეს არის ოპტიმიზმის ძალიან მაღალი საფუძველი”, -განაცხადა აბაშიშვილმა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატ კობა გვენეტაძეს მხარი დაუჭირა.

კენჭისყრაში მონაწილეობა კომიტეტის 7-მა წევრმა მიიღო, საიდანაც კანდიდატთან დაკავშირებით დადებითი პოზიცია 6-მა დეპუტატმა დააფიქსირა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გარდა კობა გვენეტაძეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მხარდაჭერაც აქვს

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი: “ეს არის უსინდისობა და დანაშაული”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: სამინისტროების საკოორდინაციო ერთეული ახალი სტრუქტურა არ არის და მისი შექმნა შტატების ზრდას არ გამოიწვევს