კოალიციის მიერ გაშვებული რაკეტები დაითვალეს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 14, 2018 11:46

კოალიციის მიერ გაშვებული რაკეტები დაითვალეს

სირიის ტერიტორიაზე აშშ-მ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა 100-მდე ფრთიანი და “ჰაერი-მიწის” ტიპის რაკეტა გაუშვეს – რუსეთის თავდაცვის სამინსიტრო ავრცელებს. სამხედრო უწყებაში ამბობენ, რომ მათგან უმეტესობა მიზნის მიღწევამდე ჩამოაგდეს. შეტევის მოსაგერიებლად იყენებდნენ რაკეტსაწინააღმდეგო С-125, С-200-სს, “ბუკს” და “კვადრატს”, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, 30 წლის წინ გამოუშვეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დარტყმები ხორციელდებოდა წითელ ზღვაში მყოფი აშშ-ს სამხედრო-საზღვაო გემიდან, ხმელთაშუაზღვის ტაქტიკური აკვატორიიდან, ასევე, ამერიკული ბომბდამშენიდან B-1B.
სირიის დაბომბდა კოალიციის მხრიდან დაახლოებით 50 წუთი გრძელდებოდა.
ღია წყაროების ინფორმაციით, ერთი რაკეტა “ტომაგავკა”, რომელიც აშშ-მ გამოიყენა, 1,5 მილიონი დოლარი ღირს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 14, 2018 11:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,595
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics