კოალიციები იქმნება და იშლება, არც შექმნაშია ტრაგედია და არც – დაშლაში

sozar subari1კოალიციები იქმნება და იშლება, არც შექმნაშია ტრაგედია და არც – დაშლაში,- ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ კოალიციის შესაძლოა დატოვების კომენტირებისას განაცხადა.

ამასთნ, როგორც სუბარმა აღნიშნა, პარტია „ქართული ოცნების“ შანსები მომავალ საპარლამენტო არჩევებზე ძალიან მაღალია.

„არაერთხელ მითქვამს, რომ კოალიციები იქმენა და იშლება. არც შექმნაშია ტრაგედია და არც – დაშლაში. თუ „რესპუბლიკური პარტია“ დამოუკიდებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მაშინ შემიძლია ვილაპარაკო პარტია „ქართული ოცნების“ შანსებზე და ეს არის ძალიან მაღალი“,-აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება კითხვას, იქნება თუ არა საარჩევნო სიაში, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ „ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, რადგან ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას“.

banner
წინა სტატიაშიმაკა რაზმაძე:დეპუტატი ლორთქიფანიძე ყველა ზღვარი დაარღვია და ყველა წესს გადაახტა!
შემდეგი სტატიათედო ჯაფარიძე ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს ურჩევს, გაერკვეს, რა ხდება საქართველოში