“კოალიციაში მეტი “რესპუბლიკელი” რომ ყოფილიყო, საქმე გაცილებით უკეთ იქნებოდა”

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის ამოცანები, რაზეც კოალიცია შეიქმნა, დღევანდელი მდგომარეობისგან სრულიად განსხვავებული იყო.

“ის ამოცანები, რამაც ერთად დაგვაყენა, დღევანდელი მდგომარეობისგან სრულიად განსხვავებული იყო. მე კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოში პირველად, მრავალპარტიულმა კოალიციამ 3,5 წელიწადი გაძლო. ასეთი რამ ქვეყანაში არასოდეს ყოფილა. აქამდე, ყოველთვის ერთ ადამიანზე აწყობილი, მონოლითური, ერთპარტიული სისტემა არსებობდა. აქ კი, სხვადასხვა იდეოლოგიის ადამიანებმა ქვეყნის წინ წაყვანა მოვახერხეთ. ჩვენი პარტნიორები თვლიან, რომ რესპუბლიკელებს ხელი რომ არ შეეშალათ, უფრო წინ იქნებოდნენ. მე კი ვფიქრობ, რომ კოალიციაში მეტნი რომ ვყოფილიყავით, საქმე გაცილებით უკეთ იქნებოდა. ამაზე ორივე უნდა შევთანხმდეთ – ჩვენ რომ ერთად არ ვყოფილიყავით, ახლა იქ მიხეილ სააკაშვილი იჯდებოდა და არავინ იცის, ქვეყანაში რა მოხდებოდა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა “2030”-ში.

banner
წინა სტატიაში,,ეს ხალხი დიდ გაუგებრობაშია და ქვეყანასაც ამ შარში მიაქანებენ”
შემდეგი სტატიარჩებიან თუ არა კოალიციაში სოციალ-დემოკრატები?!- ჟორჟოლიანის პოზიცია