კოალიციამ უარყო რაქას სრული განთავისუფლება ტერორისტებისგან

ისლამურ სახელმწიფოსთან მებრძოლი საერთაშორისო კოალიციის შტაბი, რომელსაც აშშ მეთაურობს, არ ადასტურებს ქალაქ რაქას ტერორისტული დაჯგუფებებისგან სრულ განთავისუფლებას. ამის შესახებ იუწყება სააგენტო “Reuters”-ი.


აშშ-ს თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა რაიან დილონმა განაცხადა, რომ ბოლო დღის განმალობაში 100 ტერორისტი თავისი ნებით ჩაბარდა კოალიციას, თუმცა ქალაქში დარჩენილ სხვა ტერორისტებთან ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. ეს ინფორმაცია სირიელმა ქურთებმაც დაადასტურეს.
“რაქაში ბრძოლა გრძელდება. ისლამური სახელმწიფო დამარცხების პირასაა. დღეს ან ხვალ ქალაქი განთავისუფლებული იქნება”, – განაცხადა ქურთების სახალხო თავდაცვის რაზმის წარმომადგენელმა (YPG) ნური მაჰმუდმა.
შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაციას ქალაქ რაქას ტერორისტებისგან სრული განთავისუფლბის შესახებ.

banner
წინა სტატიაშისკანდალი – ოხანაშვილი იმ პირებს ასახელებს, ვინც საპატრიარქოში შესაწყალებელ პატიმართა სიის შედგენაში მონაწილეობდნენ
შემდეგი სტატიაპარლამენტის წევრი ელგუჯა გოცირიძე ხალხთან შესახვედრად “ვერტალიოტით” მივიდა ( ვიდეო)