“კოალიცია ეცდება ამ დაპირისპირებიდან ნაკლები დანაკარგით გამოვიდეს”

news
: news თებერვალი 23, 2016 10:42 განახლებულია

“კოალიცია ეცდება ამ დაპირისპირებიდან ნაკლები დანაკარგით გამოვიდეს”

მნიშვნელოვანი

  • ფრაქცია ქართული ოცნების წევრები კვირას პრემიერმინისტრს შეხვდებიან. ამის შესახებ გუშინ დღის ბოლოს, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებისა და ფრაქციის ხელმღვანელის, გია ვოლსკის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

სხვა სტატიები

ფრაქცია ქართული ოცნების წევრები კვირას პრემიერმინისტრს შეხვდებიან. ამის შესახებ გუშინ დღის ბოლოს, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებისა და ფრაქციის ხელმღვანელის, გია ვოლსკის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

მათ კოალიციაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. როგორც უმრავლესობაში აცხადებენ კოალიციის შენარჩუნების საკითხი მნიშნვლეოვანია. იმავდროულად აცხადებენ, რომ კოალიციის დაშილის საფუძველი არ არსებობს.

გია ვოლსკის თქმით, კოალიცია ყველანაირად ეცდება ამ დაპარისპირებიდან “ნაკლები დანაკარგით” გამოვიდეს.

“კოალიციის შენარჩუნების საკითხი არის მნიშვნელოვანი. შიგნითაც, ალბათ, ეს შეკითხვები აღარ უნდა დარჩეს. მე ყოველშემთხვევაში იმედი მაქვს და მოწოდებული ვარ, როგორც მე, ასევე ფრაქციის ის ხელმძღვანელი პირები, ვინც დღეს იყვნენ შეკრებილები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, კი პოლიტიკური შეფასებები კოალიციის შიგნით დაპირისპირებაზე გადაჭარბებულია.

„ეს უფრო პიროვნული დაპირისპირების გამძაფრებული ფონი იყო. პოლიტიკა ერთგვარად კომპრომისების ხელოვნებაც არის და ჩვენი მიზანი იქნება, რომ მოვუწოდოთ მხარეებს კომპრომისზე“, – აღნიშნა სესიაშვილმა.

news
: news თებერვალი 23, 2016 10:42 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,165
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics