თამაზ მეჭიაური: “კოალიცია არ უნდა შედგებოდეს არეული რასისგან”

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 3, 2016 17:20

თამაზ მეჭიაური: “კოალიცია არ უნდა შედგებოდეს არეული რასისგან”

ოუწევს თუ არა პოსტის დატოვება თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს დეპუტატ თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ ეს პრემიერის პრეროგატივაა და მან უნდა გადაწყვიტოს.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელის განცხადებით, გასაგებია, თუ რატომ არ ენდობა ირმა ინაშვილი ქართველ ჯარისკაცებს
უკეთესს შემთხვევაში კოალიცია გასუფთავდება. ჩემი აზრით, ერთი მხრივ, კოალიცია არ უნდა შედგებოდეს არეული რასისგან, ცისფერსისხლიანებისგან და პლებეებისგან, მეორე მხრივ, მონებისგან. ის უნდა იყოს თანაბარი როგორც პიროვნებების კუთხით, ასევე პოლიტიკური ჯგუფებით. ზოგიერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი – რიგითი სადღაც თავს უფლებას აძლევს, რომ კოალიციის დამაარსებელით ერთი მხრივ ისარგებლოს და ის რაც მისგან აქვს, მიიღოს და მეორე მხრივ, ის კრიტიკის ქარ-ცეცხლში საჯაროდ გაატაროს. ამაზე კი, მისი არც ერთი თანაპარტიელი საწინააღმდეგო განცხადებას არ აკეთებს. ამასთანავე, ერთი სიტყვის შეშლისთვის სხვას – კოალიციის სხვა წევრს ლამის ცოცხლად მარხავენ. ასეთი განსხვავებული მიდგომები სანამ იქნება, კოალიციას ობიექტურობის საფუძველი არ ექნება. ამ შეფასებას კონკრეტული ადრესატი რომ არ ჰყავდეს, არ ვიტყოდი”, – აღნიშნა მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბარში

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 3, 2016 17:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


22,560
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics