კლინტონს, რუსეთში ვიზიტისას საიდუმლო დოკუმენტი სასტუმროს ნომერში დარჩა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კლინტონის რამდენიმე წერილის გამოქვეყნებაზე უარი განაცხადა

კლინტონმა ჯებ ბუში ერაყის გამო გააკრიტიკააშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატს დემოკარტიული პარტიიდან, ჰილარი კლინტონს რუსეთში ყოფნისას, მაშინ, როცა ის აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა, სასტუმროს ნომერში დარჩა საიდუმლო მასალები – ტელეკომპანია ABC News-ი გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ გუშინ გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც საიდუმლო დოკუმენტების მიმართ გაუფრთხილებელ შემთხვევებს ეძღვნებოდა.
გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, კლინტონის ერთ-ერთმა დამხმარემ სასტუმროს ნომერში, სადაც სახელმწიფო მდივანი იყო გაჩერებული, მოიტანა ჩანთა, რომელშიც საიდუმლო დოკუმენტები იდო. მას შემდეგ, რაც კლინტონმა და მისმა დამხმარემ დატოვეს სასტუმროს ნომერი, დარჩენილი დოკუმენტი უშიშროების სამსახურების თანამშრომლებმა იპოვეს.
წესების მიხედვით, ნებისმიერ შემთხვევაში, დოკუმენტი სასტუმროს ნომერში არ უნდა აღმოჩენილიყო – წერს ფედერალური ბიურო.

ჰილარი კლინტონი აშშ-ს სახელმწიფო მდივანის პოზიციაზე 2009-2013 წლებში მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი რუხაძე: ერთ თვეში-თვენახევარში ლიბერთი ბანკის მფლობელი მე ვიქნები
შემდეგი სტატიაYahoo-ს რუსმა ჰაკერებმა შეუტიეს