აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, ჰილარი კლინტონმა თავის კონკურენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს რასიზმში დასდო ბრალი.
“აი, რა მინდა ვთქვა: ადამიანი, რომელიც დიდი ხანია ცნობილია თავისი რასიზმით, რომელსაც მსოფლიოში არსებული კონსპირაციული თეორიის სჯერა, რომელიც ყვითელმა პრესამ შექმნა, არ უნდა მართავდეს ჩვენს ქვეყანას, ან ბრძანებებს აძლევდეს ჩვენს სამხედროებს. ჰკითხეთ საკუთარ თავებს: თუკი, ის ამერიკელებს არ სცემს პატივს, როგორ შეუძლია მას მათი სამსახური?” – განაცხადა კლინტონმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რესპუბლიკელმა ტრამპმა თავისი კამპანიის დასაწყისშივე აჩვენა პარანოია.
აშშ-ს საპრეზიენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.