კლინტონმა მექსიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

კლინტონმა ჯებ ბუში ერაყის გამო გააკრიტიკააშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, ჰილარი კლინტონმა უარი განაცხადა მექსიკის პრეზიდენტის ენრიკე პენია ნეტოს მოწვევის მიღებაზე და მასთან შეხვედრაზე -ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტომ ABC News-ის კლინტონთან ინტერვიუს ნაწყვეტი გამოაქვეყნა, რომელიც სრულად ტელეკომპანიის ეთერით 8 სექტემბერს გავა. ჩანაწერში კლინტონი შეკითხვაზე, წავა თუ არა ის მექსიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, ამბობს “არა”. დემოკრატების კანდიდატის უარი მის საარჩევნო შტაბშიც დაადასტურეს.
ნეტომ პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს გაუგზავნა მოწვევა. ის დონალდ ტრამპს უკვე შეხვდა.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: თუ ვინმეა დაინტერესებული, რომ ეს ტელეარხი უცვლელი დარჩეს, მთავრობაა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: ჩემთვის ძალოვანი სტრუქტურების კრიტიკა და დისკრედიტაცია აბსოლუტურად მიუღებელია