კლინტონის ფოსტის გამტეხავი ჰაკერი ციხის კამერაში მკვდარი იპოვეს

კლინტონის ფოსტის გამტეხავი ჰაკერი ციხის კამერაში მკვდარი იპოვეს

9რუმინელი ჰაკერი ლაზარ მარჩელ ლეხელი, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით გუჩიფერი და რომელმაც აღიარა, რომ ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტა გახეტა, ციხის კამერაში გარდაცვლილი იპოვეს – Christian Times Newspaper-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.
გაზეთი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ლეხალმა თავი მოიკლა მაშინ, როცა აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ რეკომენდაცია გააკეთა, რომ ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრან.
ამასთანავე, 5 ივლისს ფედერალური ბიუროს ხელმძღვაენლმა ჯეიმს კომმა განაცხადა, რომ “მისმა უწყებამ ვერ შეძლო იმის პირდაპირი მტკიცებულებების მოპოვება, რომ კლინტონი და მისი კოლეგები საიდუმლო მასალების შესახებ კანონის დაცვას გეგმავდნენ”. მან ასევე აღნიშნა, რომ “კლინტონის პირად მიმოწერამდე აშშ-ს მტრები მივიდნენ. გუჩიფერი ერთადერთია, ვისაც შეუძლია მომხდარს ნათელი მოჰფინოს” – თქვა კომმა.

შეგახსენებთ, რომ ჰილარი კლინტონის ელექსტრონული ფოსტის ირგვლივ სკანდალი 2015 წელს აგორდა.

banner
წინა სტატიაშიჩემზე თავდასხმა არ იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება
შემდეგი სტატიაირაკლი ქადაგიშვილმა პარტია დატოვა