კლინტონი თუ ტრამპი – როდის გავიგებთ გამარჯვებულის სახელს

1დღეს ამერიკელები ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევენ. ხმის მიცემას წინ უძღოდა ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობებით სავსე საარჩევნო კამპანია. ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი უკანასკნელ წუთამდე განაგრძობდნენ ქვეყნის სამ მნიშვნელოვან შტატში აგიტაციას.
საუბარია ჩრდილოეთ კაროლინაზე, პენსილვანიასა და მიჩიგანზე. კლინტონმა შტატების მოქალაქეებს მოუწოდა ხმა მისცენ “სრულ იმედს, სტუმართმოყვარეობას და ამერიკის დიდსულოვნებას”, ტრამპმა კი არჩევნებს უწოდა “შანსი, კორუმპირებული სისტემის დასამარცხებლად”.

დღევანდელ არჩევნებზე ამომრჩევლების რეკორდული რაოდენობა გამოცხადდა. წინასწარი შეფასებით სულ 46 მილიონმა ადამიანმა უყარა კენჭი ამერიკის მომავალ პრეზიდენტს.

სავარაუდოდ, არჩევნებში გამარჯვებულის სახელი ხვალ დილით 9 საათისთვის იქნება ცნობილი. ამასთანავე, დღეს მთელი ღამის მანძილზე ეგზიტპოლების გამოქვეყნება გაგრძელდება – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიტკბილია უმცირესობით უმრავლესობის მართვა – მამუკა კაციტაძე საარჩევნო სისტემაზე
შემდეგი სტატიამოსულიდან უკანდახეული ტერორისტები თავს ცოცხალი ადამიანებით იცავენ