კლინტონი: დონალდ ტრამპი ამერიკას გააკოტრებს

კლინტონმა ტრამპს ურჩია ისე მოიქცეს, როგორც პრეზიდენტს შეეფერება

hilariჰილარი კლინტორი თავისი ოპონენტის წინააღმდეგ მკაცრი კრიტიკით გამოვიდა. მან თქვა, რომ დონალდ ტრამპი, რომელიც რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ს პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია, ამერიკას გააკოტრებს.
“ჩვენ მას ვერ მივცემთ უფლებას, რომ ამერიკა გააკოტროს, თითქოს აშშ – ეს მისი მორიგი ჩაწოლილი კაზინო იყოს” – განაცხადა კლინტონმა ოჰაიოს შტატში.

ის ირონიით შეეხო, ასევე, ტრამპის წიგნებს: “მან მრავალი წიგნი დაწერა ბიზნესზე, მაგრამ ყველა მათგანი მე-11 თავიდან იწყება” -თქვა კლინტონმა და მინიშნება გააკეთა აშშ-ს გაკოტრების შესახებ კანონის მე-11 თავზე.
Financial Times-ის მიერ გაკეთებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამომრჩეველი დონალდ ტრამპს უფრო ენდობა, ვიდრე ჰილარი კლინტონს.
ტრამპმა კლინტონს “ტვიტერით” უპასუხა და განაცხადა, რომ ის “ტყუილის მეფეა”.

banner
წინა სტატიაშინულანდი კიევს და მოსკოვს ეწვევა
შემდეგი სტატია98 წლის ასაკში ნოე ჟორდანიას ქალიშვილი ნათელა ჟორდანია გარდაიცვალა